2023 წლის 9 მარტს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - ლია ოტიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „სიმსუქნის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებები სასკოლო ასაკის ბავშვთა პოპულაციაში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ლიანა ჟორჟოლიანი.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.